ცსკ-ს თავმჯდომარე ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას უხელმძღვანელებს
გიორგი თავაძეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი შეცვლის. ამ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პრეს-სამსახური ადასტურებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ჩალაგაშვილს ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტზე. ეს თანამდებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
კანონის თანახმად, ცსკ-ს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა კონკურსი უნდა გამოაცხადოს. შემდეგ მან უნდა შეარჩიოს შესაფერისი კანდიდატურა და პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)