მთავრობამ ”ახალი პროგრამა” განიხილა

საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობა, ზოგიერთი ახლადდანიშნული მინისტრის ჩათვლით, 31 აგვისტოს შეიკრიბა და ახალი პროგრამა განიხილა, რომელიც 1 სექტემბერს პარლამენტს წარედგინება განსახილველად.


ახალი პროგრამის წარდგენა ფორმალური პროცედურაა, რაც მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტისგან ნდობის მისაღებად ესაჭიროება. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა განაცხადეს, რომ პროგრამაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვილებები არ იგეგმება. ”შესაძლოა მხოლოდ დეტალებზე გამახვილდეს ყურადღება,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ 31 აგვისტოს.


პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 7 სექტემბერს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)