ბათუმის ყოფილი მერი საბერძნეთში ელჩად ინიშნება

ბათუმის ყოფილი მერი ირაკლი თავართქილაძე საბერძნეთში საქართველოს ელჩის კანდიდატურად წარადგინეს.


ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ დიპლომატიურ კორპუსში გეგმიური როტაცია ხორციელდება და ამჟამინდელ ელჩს სანდრო ჭუმბურიძეს ხუთწლიანი ვადა უკვე ამოეწურა.


”მე ამას ვადასტურებ, უკვე წარდგენილია [ირაკლი] თავართქილაძე ელჩად საბერძნეთში…სანდრო ჭუმბურიძე წამოვა საგარეო საქემთა სამინისტროში”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


ბათუმის ყოფილმა მერმა ირაკლი თავრათქილაძემ თანამდებობა 13 აგვისტოს დატოვა და განაცხადა, რომ მუშაობის გაგრძელებას თბილისში გეგმავდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა თანამდებობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)