რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა 6 აგვისტოს ინციდენტი განიხილეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 4 სექტემბერს ამერიკის ელჩს რუსეთში, უილიამ ბერნს შეხვდა და 6 აგვისტოს საქართველოში მომხდარი ინციდენტი განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
რუსულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ს ელჩს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე და გააცნო მას რუსული საგამოძიებო ჯგუფის დასკვნები. ჯგუფი საქართველოში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებულ ინციდენტს 16-17 აგვისტოს იძიებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)