ეუთო 6 აგვისტოს ინციდენტს განიხილავს

ხუთშაბათს, ვენაში ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს, განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა.


მისი თქმით, საბჭოს მოხსენებას საქართველოზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შესახებ მისი სპეციალური წარმომადგენელი, ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიომირ ზუზული წარუდგენს,  რომელმაც ინციდენტის დეტალების შესწავლის მიზნით 20-21 აგვისტოს ჯერ თბილისში, 24 აგვისტოს კი მოსკოვში გამართა შეხვედრები.


მისი განცხადებით, ინციდენტის თაობაზე ვენაში ობიექტური მოხსენება გაკეთდება, სადაც ”იქნება მოცემული ყველა მონაწილის მოსაზრება როგორც საქართველოდან, ისე მოსკოვიდან… მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარე მოიწონებს ჩვენს რეკომენდაციებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)