”იმედმა” ტელეკომპანია Bloomberg-თან სააკაშვილის ინტერვიუ გადასცა
ტელეკომპანია ”იმედმა” 4 სექტემბერს გაუშვა ტელეკომპანია Bloomberg-ის საკვირაო პროგრამა For The Record-ში გასული სიუჟეტი პრეზიდენტ სააკაშვილზე.
ტელეკომპანია Bloomberg-ის წარმომადგენელმა რაიან ჩილკოტმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნახევარსაათიანი ინტერვიუს განმავლობაში ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ეკონომიკური რეფორმები განიხილეს.
ტელეკომპანია ”იმედის” მიერ ინტერვიუს გაშვებას წინ უსწრებდა ”რუსთავი 2”-ზე გასული ცხრაწუთიანი სიუჟეტი, რომელიც სააკაშვილის შესახებ დასავლური პრესის დადებით შეფასებებს მიეძღვნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)