მერაბიშვილი ბაქოში დსთ-ს შეკრებას დაესწრება
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ბაქოში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს დსთ-ს ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიანი შეხვედრაში.
შსს-ს ინფორმაციით, მერაბიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან რამილ უსუბოვთან, სადაც თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)