ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა გაურკვეველია – აცხადებს ნოღაიდელი
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურის გარშემო არსებული ვითარება თვის ბოლომდე გაირკვევა.
”ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკითხი თვის ბოლოს იქნება განხილული, ამჟამად, 7 სექტემბერს ვიხილავთ მთავრობის ნდობის საკითხს და ახლა ამაზე გავაკეთოთ კონცენტრაცია,”- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ნოღაიდელი კარგავს პოზიციებს თავისი კანდიდატურის, ფინანსთა ყოფილი მინისტრის ლექსო ალექსიშვილის წარდგენის კუთხით.
30 აგვისტოს, როდესაც მთავრობის ახალი შემადგენლობა დასახელდა, პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა განაცხადა: ”ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი შეცვლის რომან გოცირიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე”.
თუმცა, ალექსიშვილის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარყოფითი შეფასება მისცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)