გალში ტელევიზია ”მალე გაიხსნება”

გალის რაიონში ”მალე” ახალი ტელევიზია გაიხსნება, განუცხადა ”აფსნიპრესს” აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ალხაზ ჩოლოქუამ 5 სექტემბერს.


”აპარატურა ამ დღეებში დამონტაჟდება,” – განაცხადა მან.


ადრე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს იყო ”სტრატეგიული მნიშვნელობის” პროექტი გალის რაიონის ქართული მოსახლეობის აფხაზურ სახელმწიფოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.


ცოტა ხნის წინ ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ტელევიზიის გახსნა გადაიდო. თუმცა, ჩოლოქუამ ეს ინფორმაცია უარყო და მას უსაფუძვლო უწოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიით გადაიცემა საინფორმაციო პროგრამები აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)