კოჯრის საწვრთნელ ბანაკში ერთი რეზერვისტი დაშავდა

კოჯრის საწვრთნელ ბანაკში რეზერვისტთა შორის 9 სექტემბერს მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად ერთი რეზერვისტი დაშავდა, იტყობინება ქართული მედია.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით, ერთი რეზერვისტი გაქცეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტამდე 20-მდე რეზერვისტმა ალკოჰოლური სასმელი მიიღო.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


კანონმდებლობით, 18-დღიანი სარეზერვო სამსახური წელიწადში ერთხელ 27-დან 40 წლამდე ყველა მამაკაცისთვის სავალდებულოა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)