ბეჟუაშვილი აშშ-ს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 9 სექტემბრიდან სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან, თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეითსთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ჰედლისთან, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)