მმართველი უმრავლესობა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტთან დაკავშირებით შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობამ 10 სექტემბერს, საღამოს ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრაზე საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი განიხილა, რომელიც შემოსავლებისა და ხარჯების 430 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს.


უფრო ადრე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალი მემარჯვენეებიდან გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად ნიკა გილაურმა მონაწილეობა არ მიიღო არცერთ საკომიტეტო მოსმენაში, რომელიც ბიუჯეტის განხილვას მიეძღვნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)