მერაბ ანთაძე უკრაინაში ელჩად ინიშნება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გრიგოლ ქათამაძეს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ეს ინფორმაციას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, პარლამენტი უკვე მომავალი კვირიდან განიხილავს ანთაძის საკითხს.
მერაბ ანთაძე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ერთი წლის განმავლობაში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)