საბიუჯეტო ცვლილებები ინფლაციას წაახალისებს – დეპუტატი
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმერ პაპავას განცხადებით 2007 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი 430 მლნ ლარის ზრდა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებს.
”დღეს ქვეყანაში ისედაც მაღალი ინფლაციაა და უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ პრივატიზაციის თანხებით არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯების ზრდა,”- განაცხადა ვლადიმერ პაპავამ 11 სექტემბერს.
მის შეშფოთებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ნაწილობრივ დაეთანხმნენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
თუმცა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ”ეს არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მოქმედების შემთხვევაში”.
ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ წელს ინფლაციის დონე 8%-ზე დაბლა შენარჩუნდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)