საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვას სტუმრობს
12-14 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი აშშ-დან ლიტვაში ჩავა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს და ლიტველ კოლეგას პეტრას ვაიტიეკუნასს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13-14 სექტემბერს ვილნიუსში ასევე იგეგმება საქართველოს ახალი მეგობარი ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)