თბილისში ქართულ-ამერიკული საინვესტიციო კონფერენცია მიმდინარეობს

დღეს თბილისში აშშ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიხსნა კონფერენცია სახელწოდებით ”აირჩიე საქართველო”, რომელიც საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.


კონფერენციას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი. 


”ამ ტიპის შეხვედრების შედეგად მივიღეთ საქართველოში განხორციელებული მრავალი ამერიკული ინვესტიცია,”- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა, ”მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ კონფერენციას მოქმედი ინვესტორების გარდა ესწრებიან ისინიც, ვინც პირველად არის ჩვენს ქვეყანაში და ფიქრობენ ინვესტიციების განხორციელებას”.


პრემიერ-მინისტრის თქმით, გასულ წელს აშშ ”ნომერ მეორე” ინვესტორი ქვეყანა იყო საქართველოში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)