ბაქრაძე ბრიუსელში, სტოქჰოლმში გაემგზავრა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც სამუშაო შეხვედრებს გამართავს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელიდან ბაქრაძე 4-დღიანი ვიზიტით შვედეთს ესტუმრება და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.


დავით ბაქრაძე კონფერენციაზე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტებზე ისაუბრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)