ბაღაფში თურქეთს ოქტომბერში ეწვევა
აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში თურქეთს ოქტომბერში ეწვევა და არა სექტემბერში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი” 17 სექტემბერს.
თუმცა, ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ლიდერის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში 17 სექტემბერს იყო დაგეგმილი. მოგვიანებით, ეს თარიღი გადასწორდა და ნაცვლად 17 სექტემბრისა 17 ოქტომბერი გამოქვეყნდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)