აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ცხინვალს სტუმრობს
აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ცხინვალში ჩავიდა, სადაც 18-19 სექტემბერს ოსთა საყოველთაო ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინებიან აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი და სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხი თავიანთი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და ჩვენ ამას მივაღწევთ,” – განაცხადა ხაჯიმბამ ცხინვალში.
20 სექტემბერს ხაჯიმბა მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)