სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ოსთა ყრილობას ეხმაურება

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სპიკერი, მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სანაკოევი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს 18-19 სექტემბერს ცხინვალში მიმდინარე ოსთა საყოველთაო ყრილობაში.


”არაფერი ცუდი არ არის, რომ შეიკრიბება ხალხი მიმდინარე პრობლემების განსახილველად და სამხრეთ ოსეთის მომავლის განსაზღვრისთვის,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ვლადიმერ სანაკოევმა.


”მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე სრულიად მშვიდი რეაგირება უნდა მოახდინოს,”- დასძინა მან.


ცხინვალის ინფორმაციით, ორდღიან ყრილობას 11 ქვეყნიდან ჩასული 500 ეთნიკური ოსი ესწრება.


სანაკოევის განცხადებით, ყრილობის მონაწილეები თავადვე გამოიტანენ დასკვნას, რომ კოკოითის რეჟიმის გეგმები ”აბსოლუტურად არარეალურია”.


ცხინვალში მიმდინარე ყრილობა იმის დემონსტრირების მცდელობაა, რომ ოსი ხალხის მხარდაჭერა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას უფრო აქვს, ვიდრე დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციას. მითუმეტეს, რომ ყრილობას წინ უძღვოდა 22 ივლისს თამარაშენში ორგანიზებული ანალოგიური შეკრება, სადაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა ეთნიკურმა ოსებმა მხარდაჭერა სანაკოევის ადმინისტრაციას გამოუცხადეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)