აშშ საელჩო ბათუმის აეროპორტთან დაკავშირებით მედიის ინფორმაციას უარყოფს
ქართული და რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ამერიკელი სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ბათუმის აეროპორტს სტუმრობდა, ის ჯგუფი იყო, რომელიც აზერბაიჯანში გაბალის რადიოლოკაციური სადგურის შესაძლებლობებს სწავლობდა, განაცხადა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
25 სექტემბერს ქართული და რუსული მედია იტყობინებოდა, რომ აშშ-ს სამხედრო ექსპერტები აჭარაში სარადარო სადგურის მშენებლობის შესაძლებლობებს ეცნობოდნენ.
”ეს არ არის მართალი. ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფს არანაირი კავშირი არა აქვს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების შესაძლო განლაგებასთან ევროპაში,” – განაცხადა საელჩომ 26 სექტემბერს.
”ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი ბათუმის აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობებისა და თვითმფრინავის საავარიო დაშვების შემთხვევაში მისი მზაობის შესასწავლად,”- ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)