ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა

დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და აზერბაიჯანელ კოლეგასთან არტურ რასი-ზადესთან.


პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის სხდომას, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)