პატარკაციშვილი: News Corp სერიოზული ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველო გახდება მთავარი ცენტრი News Corporation-ის შემდგომი გაფართეობისთვის პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განაცხადა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა.
იგი News Corporation-ის დამფუძნებელს რუპერტ მერდოკს 25 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვდა. პატარკაციშვილი და მერდოკის News Corporation-ი მედია ჰოლდინგი ”იმედის” თანამფლობელები არიან.
”სერიოზული ინვესტიციებია მოსალოდნელი და საქართველო გახდება მთავარი რეგიონალური მოთამაშე ამ ბაზარზე,” – განუცხადა პატარკაციშვილმა ტელეკომპანია ”იმედს”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მოიწვია მერდოკი და ვიზიტი, სავარაუდოდ, მომავალ წელს შედგება.
პატარკაციშვილის თქმით, მერდოკთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და ”ჩვენ შევათანხმეთ ყველა ის წინადადება, რომლითაც აქ მოვედით”.
ცოტა ხნის წინ პატარკაციშვილმა კატეგორიულად უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ის ”იმედში” თავისი აქციების დათმობას აპირებდა საქართველოს რკინიგზის სანაცვლოდ. ”არ არსებობს ისეთი ღირებულების ბიზნესაქტივი საქართველოში, რომელშიც ”იმედი” შეიძლება გაიცვალოს,” – განაცხადა პატარკაციშვილმა 10 სექტემბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)