ბურჯანაძე აშშ-ში მიემგზავრება

27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის პირადი მოწვევით მიემგზავრება, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.


ნინო ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერ ქალთა კონფერენციაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წარუძღვება.


იგეგმება ასევე პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ლინ პასკოსთან და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან სრგიან კერიმისთან.


ამჟამად, ნიუ-იორკში იმყოფება ასევე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას სიტყვით 26 სექტემბერს მიმართა.

პრეზიდენტი თბილისში 28 სექტემბერს გეგმავს დაბრუნებას, ბურჯანაძის ვიზიტი კი 1 ოქტომბერს დასრულდება.



 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)