საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში მიემგზავრება
1 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.
ამავე ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებებს გამართავს თავის ბერძენ კოლეგასთან კაროლოს პოპულიასთან, პრემიერ-მინისტრ კოსტას კარამანლისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
27 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ეს ვიზიტი რამდენიმე დღის წინ უნდა შემდგარიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილი 1-2 ოქტომბერს სტუმრობს საბერძნეთს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)