ირაკლი ბათიაშვილი ”წინ, საქართველოს” ტოვებს

მოძრაობა ”წინ, საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და დამფუძნებელმა ირაკლი ბათიაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, პოლიტიკური მოძრაობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 


ამის შესახებ მისმა მეუღლემ, მაია ბათიაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია.


”წინ, საქართველო” 2004 წლის დეკემბერში დაფუძნდა ეროვნული ღირებულებების დაცვისა და ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების შელახვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით და ძირითადად, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სახეებს აერთიანებს.


თავად ირაკლი ბათიაშვილი ამჟამად ციხეშია და 2006 წლის ზაფხულში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებების გამო 7-წლიან სასჯელს იხდის. თუმცა, ის თავს უდანაშაულოდ და პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)