ბაქრაძე გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაემგზავრა, სადაც 11 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოში დაგეგმილია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელების საკითხის განხილვა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომას დავით ბაქრაძეც დაესწრება.
მანამდე დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ჟან მარი გიენოსთან და უშიშროების საბჭოს წევრი ათი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთან გაეროში, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის ელჩებთან პირისპირ მოლაპარაკებები.
ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)