აშშ-ს აშფოთებს რუსეთის მხარდაჭერა ”სეპარატისტული რეჟიმების” მიმართ

რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტული რეჟიმების მიმართ ჩვენი შეშფოთებას იწვევს, განუცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა ჟურნალისტებს 5 ოქრომბერს ვაშინგტონში.


“არ გვესმის, როგორ უჭერს ის მხარს სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში – საქართველოს თავზე გადაფრენით თუ თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენით,” – განაცხადა ფრიდმა, ”ჩვენ გვირჩევნია ამ პრობლემების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარება, ვიდრე რომელიმე მხარის ავანტიურა და საკმარისზე მეტი ავანტიურაა ადგილობრივ დონზე, მისი შემოტანა რომ კიდევ გარედან არ ხდებოდეს, ჩვენ არ ვართ ავანტიურის მომხრე”.


ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს თანამშრომლობა ჰქონდეს რუსეთთან, ”მაგრამ ჩვენ ასევე ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენს პრინციპებს”.


12-13 ოქტომბერს მოსკოვში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის და თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის ვიზიტი იგეგმება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)