ოქრუაშვილი იმედოვნებს, რომ დანაშაულის აღიარება ”შეუმსუბუქებს სიტუაციას”

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განუცხადა, რომ მან გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და აღიარა გამოძალვისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებები, რათა ”შემემსუბუქებინა ჩემი სიტუაცია”.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადაიხდის. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილის პროცესის ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც პროკურორი ეუბნება ოქრუაშვილს: ”7 ოქტომბრამდე თქვენ უარს ამბობდით დანაშაულის აღიარებაზე. 7 ოქტომბერს თქვენ აღიარეთ თქვენი დანაშაული რამდენიმე ბრალდებასთან დაკავშირებით, კერძოდ გამოძალვისა და გულგრილობის თაობაზე [ოქრუაშვილს ასევე ედება ბრალი ფულის გათეთრებასა და უფლებამოსიების გადამეტებაში]. რატომ გადაიფიქრეთ?”


”ვფიქრობ, ჩემი თანამშრომლობა გამოძიებასთან… შეამსუბუქებს ჩემს სიტუაციას და დამეხმარება გირაოთი გათავისუფლებაში,” – უპასუხა ოქრუაშვილმა.


ვიდეო ჩანაწერში ოქრუაშვილი ასევე აცხადებს, რომ მას სურს მისი ინტერესები ახალმა ადვოკატმა გივი პაპუაშვილმა დაიცვას. ოქრუაშვილს მისი პარტიის წევრი, ადვოკატი ეკა ბესელია იცავდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)