დიმიტრი სანაკოევი ფინეთში გაემგზავრა

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი დღეს ფინეთში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჰელსინკში შეხვედრებს გამართავს, იტყობინება დროებითი ადმინისტრაციის პრესსამსახური.


დანიაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ფინეთში ოფიციალურ ვიზიტს 11 ოქტომბრიდან დაიწყებს.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობას მიიღებს დიმიტრი სანაკოევიც. ევროპული ავტონომიური ტიპის მმართველობის გაცნობის მიზნით იგი ალანდის კუნძულზე მდებარე ახვენანმას ავტონომიას 12 ოქტომბერს ესტუმრება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)