ოქრუაშვილი შეუძლოდ გრძნობს თავს – აცხადებენ თანაგუნდელი დეპუტატები
ირაკლი ოქრუაშვილი შეუძლოდ გრძნობს თავს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურადაც, განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის თანაპარტიელმა, დეპუტატმა გია თორთლაძემ მას შემდეგ, რაც მოინახულა გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან 9 ოქტომბერს გათავისუფლებული ოქრუაშვილი თავის ბინაში.
ირაკლი ოქრუაშვილს ასევე სტუმრობდა დეპუტატი კოკა გუნცაძე, რომელიც თორთლაძის მსგავსად მისი თანაპარტიელია.
”განცხადებებს მოგვიანებით გავაკეთებთ,”- განუცხადა გუნცაძემ ჟურნალისტებს.
ოქრუაშვილთან შეხვედრის შთაბეჭდილებებზე სავარაუდოდ დეპუტატები დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)