სარკოზიმ პუტინთან შეხვედრაზე 6 აგვისტოს ინციდენტის საკითხი წამოწია
ფრანგული გაზეთი Le Monde იტყობინება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის საკითხი დააყენა.
”მე ნათლად ჩამოვაყალიბე, თუ რას ვფიქრობდი ამ ინციდენტზე, რომ ეს არ იყო კარგი ინიციატივა – თუმცა ამ ვიცი, ვის ეკუთვნოდა იგი,” – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა Le Monde-ს.
”ცივი ომის დაბრუნების თეორიის არ მჯერა, თუმცა შეიძლება იყოს დაძაბულობა, გაღიზიანება, ნერვიულობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც არ იქნება სახარბიელო არც რუსეთისთვის და არც მისი პარტნიორებისთვის,” – განაცხადა სარკოზიმ.
Le Monde საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარებს მიიჩნევს როგორც მცდელობას გააფრთხილოს რუსეთი არ ჩაიდინოს დაუშვებელი სამხედრო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)