ბეჟუაშვილი ლუქსემბურგს სტუმრობს

15-16 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ლუქსემბურგს სტუმრობს, სადაც თავის კოლეგას ჟან ასელბორს და პრემიერ-მინისტრს ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება, იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.


ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში 16 ოქტომბერს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-8 სხდომა, სადაც განიხილება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელება, თანამშრომლობის პერსპექტივები კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების, ასევე მიგრაციის, საზღვრის დაცვის, სავიზო საკითხებსა და ვაჭრობის სფეროში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)