ნოღაიდელი სომხეთს სტუმრობს
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნოღაიდელის პირისპირ შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რობერტ ქოჩარიანთან და პრემიერ-მინისტრთან სერჟ სარქისიანთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)