რეგიონული გაზგამანაწილებელი კომპანიების პრივატიზებაზე კონკურსი გამოცხადდა

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ბუნებრივი გაზის რეგიონული სადისტრიბუციო კომპანიების პრივატიზების მიზნით კონკურსი გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადების მიღება 14 ნოემბრამდე იწარმოებს.


საპრივატიზაციო ნუსხაში შესულია კახეთის (საწყისი ფასი 1 700 ათასი დოლარი), მცხეთა-მთიანეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში (საწყისი ფასი 3 მლნ დოლარი), იმერეთში  (საწყისი ფასი 1 300 ათასი დოლარი), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (საწყისი ფასი 2 მლნ აშშ დოლარი) და აჭარის რეგიონებში (საწყისი ფასი 2 მლნ აშშ დოლარი) მოქმედი გაზის სადისტრიბუციო კომპანიები.


ეკონომიკის სამინისტროს პირობებია: მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდება, გაზსადენების ქსელის ოპერირება, აბონენტთა რაოდენობის შენარჩუნება და ახალი მომხმარებლების გაზიფიცირება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)