ლატვიის თავდაცვის მინისტრი თბილისში იმყოფება
თბილისს დღეს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის თავდაცვის მინისტრი ატის სლაქტერსი ეწვია, რომელიც სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან დავით კეზერაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ნიკა რურუასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)