სააკაშვილი პორტუგალიას სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 ოქტომბერს ორდღიანი ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან.
სააკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტში, რომელიც ლისაბონში 18 ოქტომბერს გაიმართება.
სამიტს ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რენე ვან დერ ლინდენი და სხვა ოფიციალური პირები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)