პრეზიდენტი ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრობს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები 2008 წლის აპრილში ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გაირკვევა.


საქართველო იმედოვნებს, რომ ბუქარესტის სამიტის ფარგლებში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას მიიღებს. 


”მე ძალიან ბევრს დავდივარ საზღვარგარეთ იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა ნატოში საქართველოს ოფიციალურად კანდიდატად ქცევის კუთხით,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 18 ოქტომბერს ლისაბონში, სადაც მან ევროპის სახალხო პარტიის სამიტში მიიღო მონაწილეობა.


”თუ ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, აპრილის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი პრაქტიკულად შეუქცევადი გახდება და ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია ჩვენ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში,”- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)