ჟენევაში ვმო-ზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებები იმართება
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე დღეს ჟენევაში ქართული და რუსული დელეგაციები მოლაპარაკებებს მართავენ.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულ მხარეს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე წარმოადგენს, ხოლო რუსულს – ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი მაქსიმ მედვედკოვი.
რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, თბილისი კვლავაც მოითხოვს მოსკოვის თანხმობას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – მოქმედი ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას. თუმცა რუსული მხარე აცხადებს, რომ ამ მოთხოვნას ვმო-სთან არანაირი კავშირი არ აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)