”თბილისის წყლისთვის” ბრძოლას ექვსი კომპანია განაგრძობს
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ათი კომპანიიდან ექვსი შეარჩია, რომლებიც დედაქალაქის წყლით მომარაგების კომპანია ”თბილისის წყლის” შესაძენად იბრძოლებენ.
”თბილისის წყალთან” ერთიან პაკეტში ასევეა წარმოდგენილი ჟინვალჰესი, მცხეთის წყლით მომარაგების სისტემა და გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები. დედაქალაქს სასმელი წყლით ”ჟინვალჰესიც” ამარაგებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შერჩეულ კომპანიებს შორის არიან:
• Veolia Water მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანიაა, რომელიც ოფიციალურად Compagnie Générale des Eaux სახელითაა ცნობილი;
• ესპანური Fomento de Construcciones y Contratas (FCC) შვილობილი კომპანია, Aqualia;
• საქართველოს ბანკის და ბრიტანული Biwater Plc-ის შვილობილი კომპანიის Cascal-ის კონსორციუმი;
• Bond Group;
• Penta Investments;
• Multiplex Georgia.
ეკონომიკის სამინისტრომ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოგებული კომპანია ”რამდენიმე დღეში” შეირჩევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)