სოხუმი ოლიმპიურ კონფერენციას მასპინძლობს

სოხუმში 23 ოქტომბერს კონფერენცია ”ოლიმპიური დერეფანი” გაიხსნა, იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვერ-გვერდი.


სამდღიან კონფერენციაში კრასნოდარის ოლქის და მოსკოვის ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები მონაწილეობენ.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ გაიმართა კონსულტაციები კერძო რუსულ კომპანიებთან ოლიმპიური ობიექტების ასაშენებლად აფხაზეთში არსებული სამშენებლო მასალის გამოყენების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ შეუთავაზებია აფხაზეთისთვის სოჭის ოლიმპიადის მზადებაში მონაწილეობა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)