საზღვარზე რადიაქტიული ნივთიერების კონტრაბანდის მცდელობა აღკვეთეს
საქართველოდან თურქეთში გასვლისას, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში 24 ოქტომბერს სომხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 2,04 გრამი რადიაქტიული ნივთიერება “ლოვრესიუმი” საზღვარზე კონტრაბანდულად გადაჰქონდა, იტყობინება სასაზღვრო პოლიცია.
ოპერაცია, რომლის შედეგად ასევე დააკავეს ”კონტრაბანდისტის” თანმხლები სომხეთის სამი მოქალაქე, სასაზღვრო პოლიციამ და აჭარის შსს-ს სამმართველომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩაატარეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)