სოხუმი სეპარატისტთა სამიტს უმასპინძლებს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერები სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი და სერგეი სმირნოვი 4-5 ნოემბერს დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობის ფარგლებში სოხუმში სამიტს გამართავენ, იტყობინება ”აფსნიპრესი” 29 ოქტომბერს.
სამიტის ფარგლებში, სადაც მთავარი განსახილველი თემა კონფლიქტები იქნება, ასევე გაიმართება თვითგამოცხადებული რეგიონების დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობა 2006 წლის ივნისში შეიქმნა და ამ გაერთიანების მიზანია სეპარატისტული რეგიონების საერთაშორისო აღიარების მიზნით მოქმედებების კოორდინირება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)