ტელეკომპანია ”კავკასია” გაითიშა
მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა შეწყდა, 2 წუთში გაითიშა ასევე ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობაც, რომელიც ასევე ხშირად უთმობდა ეთერს ოპოზიციურ აზრს.
”კავკასიის” გათიშვა Civil.ge-ს დაუდასტურა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა.
მისი თქმით, ტელეანძის ადმინისტრაციაში არაფერს ამბობენ ტელეკომპანიის გათიშვის მიზეზებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)