გერმანია შეშფოთებულია საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შთაინმაიერთან, რომლის დროსაც საქართველოში შექმნილი ვითარება იქნა განხილული, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: ”შეშფოთებული ვარ საქართველოში ვითარების ესკალაციის გამო, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და რამდენიმე ტელევიზიის და რადიო სადგურის დახურვის გამო”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)