მრეწველებმა შესაძლოა გამყრელიძის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი

დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ მრეწველთა პარტიიდან განაცხადა, რომ მისმა პარტიამ შესაძლოა ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში.


”ამ ეტაპზე ბატონი გოგის [თოფაძის] ინიციატივაა, რომ დავით გამყრელიძეს დავუჭიროთ მხარი. ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება,” – განაცხადა ტყამალაძემ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში 10 ნოემბერს.


”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ და ოპოზიციური პარტიის ”მომავლის პარტიის” ლიდერმა გია მაისაშვილმა უკვე განაცხადეს, რომ 5 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.


ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, განუცხადა ”როიტერს” 9 ნოემბერს, რომ ის ”სერიოზულად ფიქრობს” საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)