სააკაშვილი: ”შევუნარჩუნე სიმამაცე და შევიძინე გამოცდილება”
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მეტი გამოცდილება შეიძინა ბოლო წლების მანძილზე, თუმცა ასევე შეძლო სიმამაცის შენარჩუნება.
”მე, როგორც პრეზიდენტს, ბევრად უფრო მეტი გამოცდილება მაქვს ახლა, ვიდრე ოთხი წლის წინ და უფრო ნაკლებ შეცდომას დავუშვებდი, უკან დაბრუნების შესაძლებლობა რომ მქონდეს,” – განაცხადა სააკაშვილმა 10 ნოემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. ”თუმცა, ამ შეცდომებსაც აქვს რაღაც ხიბლი, რადგანაც სიმამაცეც ასევე ღირებულია. მე შევძელი ამ სიმამაცის შენარჩუნება, თუმცა ამავე დროს მეტი გამოცდილებაც შევიძინე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)