სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში შესაძლოა გაუქმდეს
პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც დეკემბრისთვის იგეგმებოდა, შესაძლოა გაუქმდეს 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამო, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 13 ნოემბერს თბილისში.
რუსული ტელეკომპანია NTV-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ვიზიტი აშშ-ს მხარდაჭერას სააკაშვილის მეორე ვადით არჩევისადმი, ბრაიზამ რუსულად უპასუხა:
”პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. თუმცა, ახლა გრაფიკი უნდა გადაიხედოს. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ჩემზე არ არის დამოკიდებული, რადგანაც მე ბუში არ ვარ. თუმცა, ვიცი როგორც ხდება ხოლმე ეს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ საპრეზიდენტო კანდიდატს. ”ჩვენ აქ დემოკრატიას ვუჭერთ მხარს,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)