”როიტერი”: სააკაშვილი ტელეკომპანია “იმედზე” კომენტარს არ აკეთებს

პრეზიდენტმა სააკაშვილი უარი თქვა ეპასუხა როიტერის კითხვაზე, თუ როდის განაახლებს ტელეკომპანია იმედი მაუწყებლობას, იტყობინება როიტერი 16 ნოემბერს.


 


როიტერის ინფორმაციით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ეჩქარებოდა, რადგანაც იგი ბათუმში მიფრინავდა ბულგარეთის პრემიერმინისტრთან სერგეი სტანიშევთან შესახვედრად.


 


კომენტარი ტელეკომპანია იმედის თაობაზე როიტერმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში განცხადება გააკეთა საგანგებო მდგომარეობის მოხსნის თაობაზე. ეს განცხადება საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვა, თუმცა როიტერის კითხვა გაშუქებული არ ყოფილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)