სააკაშვილი პენსიონერებს დახმარებას პირდება

ახალი მთავრობის მთავარი მიზანი იქნება ”თქვენთან მუდმივი დიალოგის შენარჩუნება”, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პენსიონერებს და მეორე მსოლფიო ომის ვეტერანებს 20 ნოემბერს.  


შეხვედრა ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს. პრეზიდენტმა უკვე გამართა ანალოგიური შეხვედრები სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებთან, მათ შორის სპორტსმენებთან, ბიზნესმენებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, მევენახეებთან, ასევე აკადემიკოსებთან და მეცნიერებთან.


პენსიონერებმა პრეტენზიები გამოთქვეს კომუნალური გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით და მგზავრობის გაზრდილი ღირებულების საკომპენსაციოდ დახმარება მოითხოვეს.


”ყველა თქვენი თხოვნა გათვალისწინებული იქნება,” – განაცხადა სააკაშვილმა და შემდეგ მიმართა მის გვერდზე მჯდომ თბილისის მერს გიგი უგულავას: ”ვავალებ თბილისის მერიას დაუყონებლივ მოაგვარის მგზავრობის გადასახადის საკითხი”.


”მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თუ ვერ შევძელით თქვენთვის რაიმეს გაკეთება. მაგრამ გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსიონერების გულის მოგებას არ ისახავდა მიზნად.


იმავე დღეს სააკაშვილმა სპორტსმენებს განუცხადა, რომ სიტუაცია საქართველოში ”დაწყნარდა და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია”. ”სპორტსმენების პრინციპულმა პოზიციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაძაბულობის განმუხტვაში,” – დასძინა მან.


მან ასევე განაცხადა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მისი ”პირადი პრესტიჟის” საქმეა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)